თავში

ეს ზოგიერთი მდაბიო ჭორიკანას საყურადღებოდ - თაკო ჩარკვიანი

ეს ზოგიერთი მდაბიო ჭორიკანას საყურადღებოდ - თაკო ჩარკვიანი
ეს ზოგიერთი მდაბიო ჭორიკანას საყურადღებოდ - თაკო ჩარკვიანი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, თაკო ჩარკვიანი ქვეყანაში არსებულ მძიმე ეკონომიკურ და პოლიტიკურ ვითარებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"ეს "ზოგიერთი მდაბიო ჭორიკანას" საყურადღებოდ!!! დიახ, "ბოდიში", რომ ჩემს ქვეყანას უჭირს და ანადგურებენ და ძარცვავენ ვაჭრუკანა ჩარჩები, კორუფციონერები და უვიცები, აი მათთან ომის-დროს, უკომპრომისო, მუხლჩაუხრელი ბრძოლის დროს თუ ლამაზად არ გამოვიყურები , ნაოჭებიც გამიჩნდა და "კოსმეტოლოგთანაც "ხშირად ვერ ვახერხებ ჯდომას, ოჯახი რომ "ნაღმზე" დავსვით მე და ჩემმა მთელმა ოჯახმა, რა ვქნა ამბოხის დროს "აჯანყების" დროს ყველა ცუდად გამოვიყურებით, თავად ბოხიც არ არის ალბათ კარგი სანახავი, მაგრამ მე კი ვფიქრობ, რომ ომია, ნამდვილი ომი- ბრძოლაა და რაც შემიძლია ვაკეთებ, ვიბრძვი თავდაუზოგავად ჩემი ქვეყნისთვის ,გულწრფელად!
"რევოლუციას ამზადებენ გენიოსები, ახდენენ იდეალისტები, მისი ნაყოფით სარგებლობენ ავაზაკები".
თქვენ კი დიდი მადლობა და სიყვარული ჩემო ძვირფასო მეგობრებო და არამეგობრებო ასეთი მხარდაჭერისთვის...
ბრძოლაში უკან დახევა არ მჩვევია!",
წერს თაკო ჩარკვიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system