თავში

ესაა საშუალება, რომლითაც პანდემიის დასრულება შეგვიძლია - იმუნოლოგი

ესაა საშუალება, რომლითაც პანდემიის დასრულება შეგვიძლია - იმუნოლოგი
ესაა საშუალება, რომლითაც პანდემიის დასრულება შეგვიძლია - იმუნოლოგი

წამლამდე, ჩვენ გვაქვს ვაქცინა. ესაა საშუალება, რომლითაც პანდემიის შეჩერება შეგვიძლია - ამის შესახებ იმუნოლოგმა და მიკრობიოლოგმა, ნინო გაჩეჩილაძემ „ევრონიუს საქართველოს“ ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, თუ არ გვინდა დარჩენილი ცხოვრება პირბადით გავატაროთ, მოგვიწევს არჩევანის გაკეთება ვაქცინის სასარგებლოდ, რადგან სხვა ინსტრუმენტი არ არსებობს. 

რაც შეეხება ვაქცინაციასთან დაკავშირებულ შიშებს, ექიმის თქმით წარმოუდგენელია იმაზე საუბარი, რომ კორონავირუსის ვაქცინას ადამიანის გენეტიკური კოდის შეცვლა შეუძლია. 

„მოსახლეობაში შიშს იწვევს ვაქცინის გენეტიკური პლატფორმა. რატომღაც არის გავრცელებულია ინფორმაცია, რომ ვაქცინას შეუძლია ჩვენი გენეტიკური კოდის შეცვლას. წარმოუდგენელია იმაზე საუბარი, რომ კორონავირუსის ვაქცინას ადამიანის გენეტიკური კოდის შეცვლა შეუძლია. ეს იგივეა, რომ ადამიანს სადმე ცხრათავიანი დევის შეხვედრის ეშინოდეს. ბიოლოგია მუშაობს პრინციპით დნმ - რნმ - ცილა. პირიქით ეს ვერ იმუშავებს. არანაირ გენეტიკური კოდის ცვლილებაზე, ჩიპირებაზე ლაპარაკი არ არის და ეს წარმოუდგენელია. ნუკლეინის მჟავების ბაზაზე, ათწლეულების განმავლობაში მზადდებოდა ვაქცინების შექმნის ტექნოლოგია. სხვა საქმეა, რომ ვაქცინის გამოცდისთვის, მცირე დრო იყო, მაგრამ ეს პანდემიაც ძალიან მოულოდნელად დაგვეცა თავს. თუ არ გვინდა, პირბადით გავატაროთ დარჩენილი ცხოვრება, აუცილებლად მოგვიწევს არჩევანის გაკეთება და ეს აუცილებლად უნდა იყოს ვაქცინა. სხვა არჩევანი უბრალოდ არ არის. მეტი ინსტრუმენტი არ გვაქვს ამ წუთას. კოლოსალური მასშტაბის კვლევები გამოიწვია ამ პანდემიამ, შესაბამისად, იყო სამეცნიერო გაჯიბრებაც, სამეცნიერო შპიონაჟიც, მუდმივად ქვეყნდებოდა სხვადასხვა სტატია, თითქოს წამალიც იპოვეს, მერე აღმოჩნდა, რომ არ არის ისეთი ეფექტური და გართულებებსაც იწვევს და ა.შ.  ამ შეჯიბრში, საბოლოო ჯამში, გაიმარჯვა ვაქცინამ. წამლამდე, ჩვენ გვაქვს ვაქცინა. ესაა საშუალება, რომლითაც პანდემიის შეჩერება შეგვიძლია. აქ მინდა არ მინდაზე არჩევანი აღარ არის. მგონი, პატარა ბავშვსაც რომ ჰკითხო, ყველამ გაიგო რა არის იმუნური ფენა. იმუნური ფენის გარეშე ჩვენ პანდემიას ვერ დავამარცხებთ. იმუნურ ფენას ქმნის ორი რამ, ან მოსახლეობის მასობრივი ინფიცირება, რასთან გამკლავების რესურსიც უბრალოდ არის, ან ვაქცინაცია. ვაქცინაციას, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არ აქვს ალტერნატივა. კითხვის ნიშანი ყველას აქვს, მაგრამ თუ მოსახლეობა უარს იტყვის ვაქცინაციაზე, ეს არ არის გამოსავალი. რაც მეტი იტყვის უარს, ვირუსი მეტ ხანს დარჩება ცირკულაციაში და რაც მეტ ხანს დარჩება ვირუსი ცირკულაციაში, მით მეტი მუტაცია და ახალი შტამი გაჩნდება. თუ იმის გვეშინია, რომ არ ვიცით, რას გამოიწვევს ვაქცინაცია წლების შემდეგ, არც ის ვიცით, რა დაზიანებებს დატოვებს კორონავირუსი ჩვენ ორგანიზმზე და რა გართულებებს აღმოვაჩენთ წლების შემდეგ“, - განაცხადა ნინო გაჩეჩილაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system