თავში

ესპანეთში ქართველი გოგო გარდაცვლილი იპოვეს

ესპანეთში ქართველი გოგო გარდაცვლილი იპოვეს
ესპანეთში ქართველი გოგო გარდაცვლილი იპოვეს

ესპანეთში, ვალენსიაში მდებარე ერთ-ერთ პარკში საქართველოს მოქალაქე ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს. ახალგაზრდა ქალი სამი თვის ორსული იყო. 

ემიგრანტების ინფორმაციით, ნაზი მეზვრიშვილი მოხუცს უვლიდა და იქვე მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

როგორც report.ge-ს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ბარსელონაში საქართველოს საკონსულო სამსახურისთვის ცნობილია ფაქტის შესახებ და ისინი ყოველდღიურ კონტაქტში იმყოფებიან გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან.

,,ამჟამად ცხედარს უტარდება ექსპერტიზა, რომლის დასრულების შემდეგაც მოხდება მისი გადმოსვენება. სხვა მხრივ გადმოსვენებისთვის საჭირო პროცედურები დასრულებულია", - აცხადებენ საგარეო უწყებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system