თავში

ევროკავშირთან ერთად უფრო ძლიერები ვართ - იუსტიციის სამინისტრო

ევროკავშირთან ერთად უფრო ძლიერები ვართ - იუსტიციის სამინისტრო
ევროკავშირთან ერთად უფრო ძლიერები ვართ - იუსტიციის სამინისტრო

იუსტიციის სამინისტრო ევროპის დღის აღნიშვნას უერთდება. 

"ევროკავშირთან ერთად უფრო ძლიერები ვართ", - ნათქვამია მათ მილოცვაში. 

სამინისტრო ევროპის დღეს დასავლელ პარტნიორებთან ერთად აღნიშნავს. უწყების განცხადებით, საგანგებოდ ამ დღისთვის ევროკავშირის დროშის ფერებში განათდება გორის იუსტიციის სახლი, მომდევნო დღეების განმავლობაში კი, იუსტიციის სახლის თანამშრომლები მომხმარებლებს ევროკავშირის დროშის გამოსახულების პირბადეებით მოემსახურებიან.

იუსტიციის სამინისტროს რამდენიმე მსხვილი პროექტი სწორედ ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება. ეს ხაზს უსვამს ევროკავშირსა და საქართველოს ხანგრძლივ პარტნიორობას, საერთო ღირებულებებს და სოლიდარობას, განსაკუთრებით, „COVID-19“-ის კრიზისის პირობებში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system