თავში

ევროპის უნივერსიტეტში საქართველოს კონსტიტუციის სახელობის დარბაზი გაიხსნა

ევროპის უნივერსიტეტში საქართველოს კონსტიტუციის სახელობის დარბაზი გაიხ
ევროპის უნივერსიტეტში საქართველოს კონსტიტუციის სახელობის დარბაზი გაიხსნა

ევროპის უნივერსიტეტში საქართველოს კონსტიტუციის სახელობის დარბაზი საზეიმოდ გაიხსნა. საარქივო ფოტოების გარდა, საპრეზენტაციო კედელზე კონსტიტუციის ის მნიშვნელოვანი ფრაგმენტებია წარმოდგენილი, რომელმაც სახელმწიფოებრივი სრულყოფის პროცესში განსაკუთრებული გავლენა იქონია.

"საქართველოს კონსტიტუციის სახელობის დარბაზის გახსნასთან ერთად შევქმენით ელექტრონული პლატფორმა, სადაც განვათავსეთ ვიდეორგოლები, რომელიც საქართველოს კონსტიტუციას შეეხება და საზოგადოების ფართო ფენებში მის პოპულარიზაციას ემსახურება", - განაცხადა ევროპის უნივერსისტეტის რექტორმა ნინო ტალიაშვილმა.

კონსტიტუციის სახელობის დარბაზის პრეზენტაციაზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, რომ ევროპის უნივერსიტეტში აკადემიური და ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით ყველაფერი ძალიან მაღალ დონეზეა ორგანიზებული

"უნივერსიტეტში ყველა პირობაა შექმნილი სტუდენტებისთვის სწავლის თვალსაზრისით", - განაცხადა მან. 

სტუმრებმა არქეოლოგიური მუზეუმიც დაათვალიერეს, სადაც გვიანი ბრინჯაოს პერიოდიდან ადრეულ შუა საუკუნეებამდე სხვადასხვა დროს აღმოჩენილი არტეფაქტებია თავმოყრილი. 

მინისტრმა მოინახულა მედიცინის კორპუსიც, სადაც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ლაბორატორიები და სიმულაციური ცენტრია განთავსებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system