თავში

ეზუგბაია: სამივე ახალი შემთხვევის წყარო ცნობილია - VIDEO

ეზუგბაია: სამივე ახალი შემთხვევის წყარო ცნობილია - VIDEO
ეზუგბაია: სამივე ახალი შემთხვევის წყარო ცნობილია - VIDEO

"სამივე ახალი ინფიცირებულის წყარო ცნობილია, აქედან 1 შემოტანილი შემთხვევაა", - ამის შესახებ განცხადება ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ გააკეთა. 

მისი თქმით, ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში მძიმე პაციენტები აღარ არიან.

"სულ 3 ახალი ინფიცირების შემთხვევა გვაქვს, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა არის 11. ამ სამი ახალი შემთხვევიდან ერთი ითვლება შემოტანილად, რადგან ინფიცირებული სატვირთო ავტომობილის მძღოლია, დანარჩენი ორი კი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, ერთი მარნეულის და ერთი ბოლნისის. ამ ეტაპზე, ჩვენ ინფექციურ საავადმყოფოში მძიმე პაციენტი არ გვყავს, რამდენიმეს მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის, ხოლო დანარჩენი არის მსუბუქი პაციენტი," - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system