თავში

"ფაიზერი" ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომი - გამყრელიძე

"ფაიზერი" ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომი - გამყრელიძე
ფაიზერი ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომი - გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, „ფაიზერის“ ვაქცინები შემოტანის შემდეგ რეგიონებშიც ხელმისაწვდომი იქნება. ამის შესახებ გამყრელიძემ ჟურნალისტებისთვის გამართულ ვებინარზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ქვეყანაში „ფაიზერის“ ვაქცინის ეტაპობრივი შემოტანა მესამე კვარტლიდან დაიწყება. გამყრელიძემ არ გამორიცხა, რომ ვაქცინის შემოტანის შემდეგ საქართველოში 12 წლის ასაკიდან მოზარდების აცრაც დაიწყოს. მისი თქმით,დოზების შემოტანამდე საქართველო საკუთარ პოზიციას ჩამოაყლიბებს.

"ფაიზერის" ვაქცინები ყველგან იქნება ხელმისაწვდომი. შენახვის საშუალებები საქართველოში გასული წლის დეკემბერთან შედარებით გაზრდილია. -80-გრადუსიანი სამაცივრე დანადგარები გარდა თბილისის, ქუთაისის და ბათუმისა გვაქვს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონშიც. ამავე დროს, "ფაიზერმაც" და ევროპის წამლის სააგენტომაც შეცვალა შენახვის პირობების რეკომენდაცია. თუ ადრე შეიძლებოდა -80-დან გალღობის შემდეგ მხოლოდ 5 დღით ვაქცინის შენახვა 2-8 გრადუსის ტემპერატურაზე, დღეს ეს გახანგრძლივებულია 30 გრადუსამდე, ამიტომ ლოჯისტიკის აწყობა თავისუფლად შესაძლებელია. ჩვენ სპეციალურ პროგრამაზე ვმუშაობთ იმისთვის, რომ "ფაიზერის" ამ მილიონ დოზას, რომელიც მესამე კვარტალში უნდა ჩამოვიდეს, ქვეყანა შეხვდეს სრულად მომზადებული ლოჯისტიკის თვალსაზრისით.

თუ "ფაიზერი“ შემოვა მესამე კვარტალში ალბათ ის ეტაპობრივად შემოვა, მანამდე ჯერ კიდევ დაგროვდება მონაცემები. 16 წლის ზემოთ „ფაიზერი“ დაშვებულია. 12 წლის ასაკში „ფაიზერით“ ვაქცინაცია დაუშვა კანადამ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და კიდევ რამდენიმე ქვეყანამ. მაგრამ ბევრი ქვეყანა ფიქრობს ბავშვების აცრასთან დაკავშირებით. არის ორნაირი შეხედულება, რომელზეც ერთიანი ჩამოყალიბებული აზრი არ არსებობს. უმრავლესობა ფიქრობს, რომ ბავშვთა აცრები აუცილებელი იქნება პანდემიის სრულად დასრულებისთვის. თუ ინფიცირდებიან, კი, იოლად გადააქვთ დაავადება, მაგრამ ისინი არიან ამავე დროს სერიოზული გამავრცელებლები. ეს მიმართულება ემხრობა ბავშვების აცრას.

მეორე მოსაზრებით, თუ მოზრდილებში სერიოზულად დაგროვდა კუმულაციური იმუნიტეტი, მაშინ თავი შევიკავოთ ბავშვთა აცრებისგან, სანამ კიდევ მეტი მტკიცებულებები არ დაგროვდება ამ ვაქცინების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ბავშვთა ასაკში. ამიტომ ვფიქრობ, სანამ „ფაიზერის“ ადმინისტრირებას დავიწყებთ, ამ მხრივ კიდევ მეტი მტკიცებულებები გვექნება. ჩვენ მივყვებით დიდი ინსტიტუციების რეკომენდაციებს, როგორიცაა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი, ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრი, ბრიტანეთის და ევროპის მარეგულირებელი და ა.შ. შესაბამისად, ვაქცინების ჩვენი სამეცნიერო საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას მოგვიანებით. ჩემი წინასწარი მოსაზრება მაქვს, რომელსაც ვერ გავაჟღერებ“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system