თავში

"ფაიზერის" მოწოდება უკვე დაიწყო - ირაკლი ღარიბაშვილი

"ფაიზერის" მოწოდება უკვე დაიწყო - ირაკლი ღარიბაშვილი
ფაიზერის მოწოდება უკვე დაიწყო - ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყანაში მიმდინარე მასობრივი ვაქცინაციის პროცესს გამოეხმაურა. მისი თქმით, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა ამ პროცესის ორგანიზებისთვის და ახლა მოსახლეობის ჩართულობა და ხელშეწყობა სჭირდება. 

"მილიონი ვაქცინა არის ადგილზე. 1 მილიონი "ფაიზერის" მოწოდება უკვე დაიწყო, ყოველ შაბათ-კვირას ჩვენ შემოგვივა "ფაიზერის" ვაქცინები. ასევე ნახევარი მილიონის ჩუქება აქვს გადაწყვეტილი ამერიკის მთავრობას, რომელსაც რამდენიმე კვირაში მივიღებთ და ასევე, კიდევ 1 მილიონი "სინოფარმი" და "სინოვაკი" ჩამოვა საქართველოში.

ბოლო პერიოდში იმატა ინფიცირების შემთხვევებმა ბავშვებში, მე როგორც მშობელმა მინდა მივმართო მოსახლეობას, რომ გამოვიჩინოთ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა. მთავრობას არ აქვს სხვა ბერკეტი გარდა იმისა, რომ მოსახლეობას შესთავაზოს ფართო ვაქცინაცია, რომელიც უკვე დავიწყეთ. გუშინ იყო რეკორდული რაოდენობა, 10 000 აცრა ჩავატარეთ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, 20-30 000-ზე უნდა ავიდეთ. მე არ მინდა, რომ გავიმეორო სიტყვა შეზღუდვების დაწესება ხელახლა და ამას ჩვენი ქვეყანა ვერ გაუძლებს. მთავრობას სჭირდება ახლა თანადგომა, მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, შემოიტანა ვაქცინები, ახლა ჩვენ გვჭირდება ფართო ვაქცინაციის წარმატებით მართვა და დასრულება," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system