თავში

"ფაიზერის" ვაქცინებს ვაქცინაციის ვადა გაუხანგრძლივდათ - ეკატერინე ტიკარაძე

"ფაიზერის" ვაქცინებს ვაქცინაციის ვადა გაუხანგრ
ფაიზერის ვაქცინებს ვაქცინაციის ვადა გაუხანგრძლივდათ - ეკატერინე ტიკარაძე

200 ათას ვაქცინას, რომელსაც ნოებრის ბოლომდე ჰქონდა გამოყენების ვადა, FDA-ს მონაცემებით კიდევ 3 თვით გაუხანგძლივდათ ვადა. ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. 

მისი თმით, საქართველოში არც ერთი ვაქცინა არ არის გაფუჭებული. 

"ვაქცინების გარკვეულ რაოდენობას ნოემბრის ბოლომდე აქვს ვადა. ეს არის დაახლოებით 200 ათასი ვაქცინა, რომლის ათვისების გარანტი ჩვენ რეალურად გვაქვს. ამასთან დაკავშირებით, ასევე მნიშვნელოვანია გავრცელებული ინფორმაცია, სადაც FDA აღნიშნავს, რომ „ფაიზერის“ ვაქცინებს კიდევ დამატებით გაუხანგრძლივდათ ვაქცინაციის ვადა 3 თვით, მათი ვარგისიანობა 6 თვიდან გაზრდილია 9 თვემდე. აქედან გამომდინარე, ეს რისკი არც არსებობდა. დღეის მდგომარეობით, სრულად არის მოხსნილი", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system