თავში

"ფაქტობრივად ფილტვი აღარ იყო“ - მშობიარობის შემდეგ, 31 წლის ქალი კორონავირუსით გარდაიცვალა

"ფაქტობრივად ფილტვი აღარ იყო“ - მშობიარობის შემდეგ, 31 წლის ქალი კორონავირუსით გარდაიცვალა
ფაქტობრივად ფილტვი აღარ იყო“ - მშობიარობის შემდეგ, 31 წლის ქალი კორონავირუსით გარდაიცვალა

ბათუმში, კლინიკა „მედინაში“ გარდაიცვალა 31 წლის ქალი, რომელმაც ერთი ვკრის წინ იმშობიარა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსუდან კოკობინაძე კოვიდინფიცირებული იყო და მას საკეისრო კვეთა ბათუმის სამშობიარო სახლში 25 ნოემბერს ჩაუტარეს. 27 ნოემბერს კი ის გართულებებით კლინიკა „მედინაში“ გადაიყვანეს.

"მედინას" დირექტორის, ჯუმბერ უნგიაძის ინფორმაციით, მას თანმდევი დაავადებები არ აღენიშნებოდა, ჰქონდა სუნთქვის ძლიერი უკმარისობა, შესაბამისი კვლევების ჩატარების შემდეგ კი დადგინდა, რომ რუსუდან კოკობინაძეს ჰქონდა ფილტვების მძიმე დაზიანება.

„ფაქტობრივად ფილტვი აღარ იყო“, – განუცხადა ექიმმა "ბათუმელებს".

მისივე ინფორმაციით პაციენტის მდგომარეობა 1, 2 დეკემბერს გაუმჯობესდა, თუმცა დღეს ისევ დამძიმდა და ის თრომბოემბოლიით გარდაიცვალა.

რაც შეეხება ახალშობილს, ექიმის თქმით ბავშვი ჯანმრთელია და ის სახლშია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system