თავში

ფალიაშვილის ქუჩაზე მანქანა აფეთქდა

ფალიაშვილის ქუჩაზე მანქანა აფეთქდა
ფალიაშვილის ქუჩაზე მანქანა აფეთქდა

რუსთავში, ფალიაშვილის ქუჩაზე "მერსედესის" მარკის ავტომანქანა აფეთქდა. ინციდენტის მიზეზი ბუნებრივი აირი გახდა, რომელიც მანქანის საბარგულში დაგროვდა, რასაც აფეთქება მოჰყვა.

შემთხვევის შედეგად მანქანის მძღოლი დაშავდა. ის კლინიკაშია გადაყვანილი.

აფეთქების შედეგად მანქანა მთლიანად დეფორმირდა.

როგორც report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system