თავში

ფხაკაძე ტიკარაძისთვის "კარტ ბლანშის” მიცემას მოითხოვს

ფხაკაძე ტიკარაძისთვის "კარტ ბლანშის” მიცემას მოითხოვს
ფხაკაძე ტიკარაძისთვის  კარტ ბლანშის” მიცემას მოითხოვს

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ კორონავირუსის ახალი შტამი "ომიკრონი" უკვე საქართველოშია. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. 

გიორგი ფხაკაძის განცხადებით, ომიკრონი იანვრის შუა რიცხვებამდე საქართველოში დომინანტი შტამი იქნება. 

მისივე თქმით, ქვეყანაში მზადება ახლავე უნდა დაიწყოს და ჯანდაცვის მინისტრმა პოსტი შეინარჩუნოს.

"საქართველოში ომიკრონის აქტიურ გავრცელებაზე და იმ შედეგებზე, თუ რა იქნება იანვარში, არც კი მინდა, ვიფიქრო. უნდა დავიწყოთ მზადება ახლავე. ჩემი პირადი მოსაზრებით, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი უნდა დარჩეს თავის პოსტზე მინიმუმ ზაფხულამდე და მიეცეს “კარტ ბლანში”, რათა მოამზადოს და მართოს ქვეყანა ამ ურთულეს პერიოდში.

ცუნამი მოდის.... მე გაგაფრთხილეთ", - წერს გიორგი ფხაკაძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system