თავში

"ფორმულას" საგანგებო განცხადება

"ფორმულას" საგანგებო განცხადება
ფორმულას საგანგებო განცხადება

ტელეკომპანია "ფორმულას" გენერალური დირექტორი ზუკა გუმბარიძე კეზერაშვილის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას "ფორმულას" ეთერში "ედისონ რისერჩის" კვლევის შედეგების გასვლას უკავშირებს და საქართველოში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიმართავს.

როგორც გუმბარიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რა სცენარითაც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, არჩევნების დღეს ეგზიტპოლი მაინც გავა რომელიმე ქართული არხის ეთერში.

"ორშაბათს ფორმულას ეთერში გავიდა "ედისონ რისერჩის" მიერ წარმოებული კვლევები, რომელშიც მაყურებელმა დაინახა ის, რომ ხელისუფლება, ფაქტობრივად, ვერ ახერხებს 43%-იანი ბარიერის გადალახვას და სწორედ ეს გახდა მთავარი განმაპირობებელი მიზეზი იმისა, რომ ასეთი დაჩქარებული ტემპით ხელისუფლებას მიეტანა ახალი შეტევა "ფორმულასა" და მის დამფუძნებელზე.

ჩვენ უკვე გვქონდა კომუნიკაცია "ედისონ რისერჩის" წარმომადგენლებთან და რა სცენარითაც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, სულ რომ დღეს ან ხვალ ამ კომპანიაში დაინიშნოს დროებითი მმართველი ან მოხდეს სხვა ტიპის ღონისძიება, რომელიც ხელს შეუშლის ეგზიტპოლების გამოქვეყნებას, ეს ეგზიტპოლები მაინც გავა რომელიმე ქართული არხის ეთერში.

მოვუწოდებ ამერიკის საელჩოს, რომ გაატარონ ყველანაირი პრევენციული ზომა იმისათვის რომ არ მოხდეს ზეწოლა ეგზიტპოლების ჩამტარებელ კომპანიაზე, - ამბობს გუმბარიძე.

ცნობისთვის, თავდაცვის სამინისტრომ "ფორმულას" მფლობელის, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა და ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.

კეზერაშვილს 5 მილიონ ევროზე მეტის მიტაცებას ედავებიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system