თავში

ფოთის ცხელების ცენტრში 8 თვის ბავშვი შეიყვანეს

ფოთის ცხელების ცენტრში 8 თვის ბავშვი შეიყვანეს
ფოთის ცხელების ცენტრში 8 თვის ბავშვი შეიყვანეს

ფოთის ჰოსპიტალში, ცხელების ცენტრში მაღალი ტემპერატურით ცხრა პაციენტი შეიყვანეს, მათგან ერთი რვა თვის ბავშვია.

„ექვსი პაციენტის ბიოლოგიური მასალა უკვე გაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში. რაც შეეხება კიდევ სამ პაციენტს, ორი მათგანი ფოთელია. მათ რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებათ, ასევე, ცხელების ცენტრში იმყოფება ოზურგეთელი პაციენტი, რომელსაც აღენიშნება მაღალი ცხელება. სავარაუდოდ ფოთელი პაციენტები მალე გაეწერებიან და ბინაზე გააგრძელებენ მკურნალობას, ოზურგეთელი პაციენტის ბიოლოგიური მასალა კი ხვალ გაიგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში“, – განაცხადა ფოთის საზოგადობრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე ზინაიდა გაგუამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system