თავში

ფოთის ცხელების ცენტრში მოთავსებული ერთი წლის ბავშვის ტესტის შედეგი ცნობილია

ფოთის ცხელების ცენტრში მოთავსებული ერთი წლის ბავშვის ტესტის შედეგი ცნო
ფოთის ცხელების ცენტრში მოთავსებული ერთი წლის ბავშვის ტესტის შედეგი ცნობილია

ერთი წლის ბავშვს, რომელიც ფოთის "ცხელების ცენტრშია" მოათავსებული, ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ლაბორატორიული კვლევის შედეგები დღეს გახდა ხნობილი. სამედიცინო დაწესებულების ბოქსირებულ პალატებში ამ დროისთვის სამი პაციენტი იმყოფება. მათ შორის ერთი - მცირეწლოვანია. 

„ცხელებითა და რესპირატორული სიმპტომებით ჩვენთან შემოყვანილია სამი პაციენტი : 2 წლის გოგონა ფოთიდან, 63 წლის ქალი ფოთიდან და 57 წლის მამაკაცი ზესტაფონიდან. იგი ტრაილერის მძღოლია. პაციენტების ბიოლოგიური მასალა დღეს გაიგზავნება ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში. კვლევის შედეგები გვიან ღამით, ან ხვალ გახდება ცნობილი“, - განაცხადა ფოთის ჰოსპიტალის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system