თავში

ფოთში, სამკერვალო საწარმოში COVID-19 კიდევ 16 თანამშრომელს დაუდასტურდა

ფოთში, სამკერვალო საწარმოში COVID-19 კიდევ 16 თანამშრომელს დაუდასტურდა
ფოთში, სამკერვალო საწარმოში COVID-19 კიდევ 16 თანამშრომელს დაუდასტურდა

ფოთში, სამკერვალო საწარმო "აჭარა ტექსტილში" კორონავირუსი კიდევ 16 თანამშრომელს დაუდასტურდა.  საწარმოში უკვე ინფიცირების 56 შემთხვევა დაფიქსირდა.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევა და კონტაქტების დადგენა. კორონავირუსის ტესტზე შემოწმდა 400-მდე თანამშრომელი. 

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის 680 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 44 ფოთში დაფიქსირდა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ცენტრის ინფორმაციით, ინფიცირებულთა უმრავლესობა „აჭარა ტექსტილის" თანამშრომელია.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 680 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 13 521-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 7 პაციენტი. სულ გარდაცვლილია 109 ადამიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system