თავში

გააგდეს და მეც უშვერი სიტყვებით გამლანძღეს - თიკა ჯამბურია

გააგდეს და მეც უშვერი სიტყვებით გამლანძღეს - თიკა ჯამბურია
გააგდეს და მეც უშვერი სიტყვებით გამლანძღეს - თიკა ჯამბურია

"აი, ამ უსაყვარლეს ცუგას, რომელიც 26 მაისის შემდეგ გახდა პოპულარული, ერთმა უსაყვარლესმა ბიჭმა საჩუქრად გამოუგზავნა ლოგინი. ეს ძაღლიც გაუგდიათ და უშვერი სიტყვებით გამომლანძღეს კიდევაც...", - ამის შესახებ თიკა ჯამბურია სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ძაღლის საწოლი "თავისუფლების მოედანზე"მიწისქვეშა გადასასვლელში, კუთხეში, ისეთ ადგილას იყო, სადაც მაღაზიებს და გამვლელებს ხელს არ შეუშლიდა.

"აი, ამ უსაყვარლეს ცუგას, რომელიც 26 მაისის შემდეგ გახდა პოპულარული, ერთმა უსაყვარლესმა ბიჭმა საჩუქრად გამოუგზავნა ლოგინი, რომელიც დავუდგით "თავისუფლების მოედანზე" გადასასვლელში, კუთხეში ისეთ ადგილას, სადაც მაღაზიებს და გამვლელებს ხელს არ შეუშლიდა... 

მოკლედ დღეს ჩავედი და აღმოჩნდა, რომ დაცვის უფროსს ბატონ რობერტს აწუხებდა ეს ლოგინი და მეტიც იქ მომუშავე ადამიანებსაც, რომლების მაღაზიებიდან საკმაოდ მოშორებით იდგა. ეს ლოგინი აუღიათ იმიტომ რომ თურმე, ეს მათი საკუთარი ტერიტორიაა. ბალიშის ხელა პატარა ლოგინი, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა ვთქვა, სრულიად მოშორებით მოვათვსე ხალხისგან და მაღაზიებისგან, თურმე მიუღებელია. ეს ძაღლიც გაუგდიათ და უშვერი სიტყვებით გამომლანძღეს კიდევაც... 

მერე იტყვით, რომ ჩვენ ცუდი თაობა ვართ და სიყვარული და ურთიერთობის არაფერი არ გაგვეგება... არადა პირიქითაა ძვირფასო უფროსებო... ეს ცუგაა დგას ეხლა წვიმაში კიბეებთან იმის შიშით, რომ კიდევ ვინმე გამოაგდებს", - წერს ჯამბურია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system