თავში

გადაბრუნდა მიკროავტობუსი, რომლის მგზავრებიც რთველში სამუშაოდ მიდიოდნენ

გადაბრუნდა მიკროავტობუსი, რომლის მგზავრებიც რთველში სამუშაოდ მიდიოდნენ
გადაბრუნდა მიკროავტობუსი, რომლის მგზავრებიც რთველში სამუშაოდ მიდიოდნენ

ყვარელი-თელავის დამაკავშირებელ გზაზე მიკროავტობუსი გადაბრუნდა, რომლის მგზავრებიც რთველში სამუშაოდ მიდიოდნენ. 

შემთხვევის შედეგად დაშავდა 11 მგზავრი. დაშავებულები თავდაპირველად ადგილობრივ საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა მოგვიანებით, 8 მათგანი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

ექიმის ინფორმაციით, ორ დაშავებულს უკვე ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია. რაც შეეხება დანარჩენებს, მათ უტარდებათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება.

ამ ეტაპზე მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system