თავში

გადახდილი სახურავები, დაზიანებული მანქანები და დატბორილი სახლები - აჭარაში სტიქიას ებრძვიან

გადახდილი სახურავები, დაზიანებული მანქანები და დატბორილი სახლები - აჭარაში სტიქიას ებრძვიან
გადახდილი სახურავები, დაზიანებული მანქანები და დატბორილი სახლები - აჭარაში სტიქიას ებრძვიან

ქობულეთში ძლიერმა ქარმა რამდენიმე სახლს სახურავი გადახადა და ეზოში მდგარი მანქანები დააზაიანა. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ბოძები. 

აჭარის რეგიონში ძლიერი წვიმაა. ადიდებულია მდინარე აჭყვა. გელაურის დასახლებაში წყალმა სახლებში შეაღწია. ათეულობით საცხოვრებელი სახლი დაიტბორა დაბა ჩაქვშიც.

ქობულეთის მერის, მირიან ქათამაძის თქმით, 50-მდე შეტყობინება მიიღეს, რომელიც შეეხება დატბორვას, მეწყრული პროცესების განვითარებასა და ქარის შედეგად საცხოვრებლის დაზიანებას.

მისი თქმით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია გადაუდებლად მიიღებს ზომებს ასეთი ოჯახების სახლებიდან გაყვანის შესახებ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system