თავში

გადაწყვეტილება მიღებულია - თამარ გაბუნია ვაქცინაციის გაგრძელებაზე

გადაწყვეტილება მიღებულია - თამარ გაბუნია ვაქცინაციის გაგრძელებაზე
გადაწყვეტილება მიღებულია - თამარ გაბუნია ვაქცინაციის გაგრძელებაზე

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, ექთნის გარდაცვალება სამწუხარო ფაქტია, თუმცა ვაქცინაციის პროცესით მიღებული სარგებელი პანდემიის პირობებში მნიშვნელოვანია. 

თამარ გაბუნიას თქმით, გუშინ ვაქცინაციის ექსპერტებისა და გვერდითი მოვლენების მართვის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ვაქცინაციის პროცესის გაგრძელების შესახებ.

"სამძიმარი მინდა გამოვხატო, გარდაცვლილი კოლეგის ოჯახისა და ჩვენი ყველა კოლეგის წინაშე, რაც გამოვცადეთ უდიდესი ტრაგედიაა და ნამდვილად არ მაქვს სიტყვები აღვწერო, რამდენად დიდი დანაკარგია ეს სისტემისთვის. სწორედ იმ რთულ პროცესში, როდესაც ქალბატონი მეგი იყო პირველი ექთანი, ვინც ახალციხეში მოგვიწოდა ვაქცინაციის პროცესის დაწყებისკენ, თუმცა, სამწუხაროდ ეს შედეგი დადგა, რასაც ნამდვილად არ მოველოდით. დანაკარგი დიდია, თუმცა ისიც გვესმის, რამდენად მაღალი რისკების წინაშე ვდგავართ, რაც უკავშირდება ეპიდემიის პროცესს და როგორია მოსალოდნელი სარგებელი ზოგადად ვაქცინაციის პროგრამის. ამდენად, გუშინ ვაქცინაციის ექსპერტებისა და გვერდითი მოვლენების მართვის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ვაქცინაციის პროცესის გაგრძელების შესახებ, რაც ასევე ემყარება ევროპის მარეგულირებლის დასკვნას, რომელიც კვლავ უჭერს მხარს აცრების გაგრძელებას "ასტრაზენეკას" ვაქცინით," - განაცხადა თამარ გაბუნიამ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system