თავში

გადაწყვეტილება მიღებულია - ცნობილია, როდის გაიხსნება სავაჭრო ცენტრები და ბაზრობები

გადაწყვეტილება მიღებულია - ცნობილია, როდის გაიხსნება სავაჭრო ცენტრები და ბაზრობები
გადაწყვეტილება მიღებულია - ცნობილია, როდის გაიხსნება სავაჭრო ცენტრები და ბაზრობები

პირველი თებერვლიდან რეგულაციების შემსუბუქებასთან ერთად ბაზრობები და სავაჭრო ცენტრები იხსნება. ამის შესახებ დღევანდელ შეხვედრაზე გახდა ცნობილი, სადაც ბაზრობების წარმომადგენლებს მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრები შეხვდნენ.

გარდა პირბადის გამოყენებისა და ტერიტორიის ხშირი დეზინფექციისა, მეიჯარეებს დაევალათ, რომ ბაზრობებზე დასაქმებულებს ორ კვირაში ერთხელ ტესტირება ჩაუტარდეთ.

ბაზრობების წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ 1 თებერვლისთვის ობიექტების გასახსნელად ყველაფერი მზადყოფნაში იქნება.

"გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ 1 თებერვალს გაიხსნება სავაჭრო მოლები და ბაზრობები, მიღებულია. არსებულ რეგულაციებს დაემატა ერთადერთი მნიშვნელოვანი რეგულაცია, ეს არის ტესტირება პერიოდული. ეს უნდა დავაორგანიზოთ სწორად და სწრაფად, რომ პირველისთვის ყველაფერი იყოს მოსწრებული, ისე როგორც გაიწერა. ასე რომ ვიმედოვნებთ, რომ პირველისთვის მზად ვიქნებით ყველანაირად,“ - აცხადებს "ლილო მოლის" გენერალური დირექტორი გიორგი კვარაცხელია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system