თავში

გაფართოვდება თუ არა დაკავებულთა წრე - გომელაურის განმარტება

გაფართოვდება თუ არა დაკავებულთა წრე - გომელაურის განმარტება
გაფართოვდება თუ არა დაკავებულთა წრე - გომელაურის განმარტება

გამოძიება მიმდინარეობს ყველა მიმართულებით და თუ რამეზე არასწორი ნებართვა გაიცა, რა თქმა უნდა, გატარდება შესაბამისი ზომები. არაა გამორიცხული, რომ დაკავებულ პირთა წრე გაიზარდოს, თუმცა ჯერჯერობით ამაზე საუბარი ნაადრევია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განუცხადა.

„როდესაც სამაშველო ოპერაცია დასრულდება, ექსპერტები შეისწავლიან ფუნდამენტს და ნახავენ, კონკრეტულად რა დაზიანდა და რამ გამოიწვია ეს უბედური შემთხვევა. გამომძიებელი და პოლიციელი ვერ გეტყვით, სახლის ჩამონგრევა დაშენებამ გამოიწვია თუ პირველ სართულზე არასწორმა სარემონტო სამუშაოებმა. ეს უნდა თქვან სპეციალისტებმა. რაც შეეხება ზოგადად დაშენებებს, სამწუხაროდ, ეს 90-იანი წლების უბედურებაა და ეს არა მხოლოდ ბათუმს, არამედ თბილისსაც ეხება. ამ პრობლემისთვის საბჭოთა კავშირის დაშლიდან დღემდე ყველა ხელისუფლებას უნდა მიეხედა, თუმცა ბოლო წლებში თბილისში მიშენებები აღარ განხორციელებულა. სამწუხაროდ, დაშენება ამ კორპუსზე 15 წლის წინ განხორციელდა. არ გაგიჭირდებათ შესაბამისი ნებართვების მოძიება და იმის შემოწმება, თუ როდის გაიცა ეს ნებართვები“, - აცხადებს გომელაური.

მან მაშველებსა და ადგილზე მომუშავე ტექნიკის ოპერატორებს მადლობა გადაუხადა.

შეგახსენებთ, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 7 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა.

რამდენიმესაათიანი ინტენსიური საძიებო-სამაშველო ოპერაციის შედეგად, მეხანძრე-მაშველებმა ნანგრევებიდან ხუთი გარდაცვლილი და ორი დაშავებული ამოიყვანეს. ერთი მათგანი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

შსს-მ ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე 3 ადამიანი დააკავა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system