თავში

გაფიცული აზოტელები ადმინისტრაციის შეთავაზებას დათანხმდნენ

გაფიცული აზოტელები ადმინისტრაციის შეთავაზებას დათანხმდნენ
გაფიცული აზოტელები ადმინისტრაციის შეთავაზებას დათანხმდნენ

"რუსთავის აზოტის" გაფიცული თანამშრომლების სამუშაოს უბრუნდებიან. ისინი ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებულ ხელფასების ზრდას დათანხმდნენ. 

როგორც გაფიცულთა საინიციატივო ჯგუფში აცხადებენ, ნაწილი სამუშაო ადგილს უკვე დაუბუნდა, ნაწილი კი უახლოეს დღეებში დაუბრუნდება. მათი განცხადებით, საწარმოს ადმინისტრაციასთან შეთანხმების რამდენიმე დეტალი უნდა დააზუსტონ და ამის შემდეგ თანხმობას ოფიციალურად განაცხადებენ. 

"რუსთავის აზოტის" თანამშრომლები ექვსი დღის განმავლობაში იყვნენი გაფიცული. იმ დასაქმებულებს, ვისაც 1 000 ლარამდე ხელფასი აქვს, ადმინისტრაციამ სარგებლის 250 ლარით გაზრდა შესთავაზა; ხოლო მათ, ვისაც 1 000-დან 1 500-მდე ლარი აქვთ, ხელფასი 125 ლარით გაეზრდებათ. 

ფოტო: ტვ4

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system