თავში

გახშირებული ხანძრები - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადება - PHOTO

გახშირებული ხანძრები - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადება - PHOTO
გახშირებული ხანძრები  - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადება - PHOTO

ქვეყანაში გახშირებული ხანძრების შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას მოუწოდებს თავი შეიკავონ სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაწვისგან, ეს საფრთხეს უქმნის როგორც ტყის მასივებს, ასევე საცხოვრებელ სახლებს.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 4 იანვრის, 09:00 საათის შემდეგ, შესულია 136 შეტყობინება ტყისა და მინდვრის ხანძრების შესახებ. მათგან 116 ლიკვიდირებულია, 3 ლოკალიზებული, 17-ზე მიმდინარეობს აქტიური სალოკალიზაციო სამუშაოები.

ამ დროისთვის, ცეცხლის კერებთან იმყოფება 700-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი და 70-ზე მეტი სახანძრო-სამაშველო ტექნიკა.

"სამეგრელოში დაფიქსირდა 96 კერა, მათგან 84 ლიკვიდირებულია, 3 ლოკალიზებული, 9 კერაზე კი გრძელდება სალოკალიზაციო სამუშაოები.

იმერეთში დაფიქსირდა 26 კერა, მათგან 22 ლიკვიდირებულია, 4 კერაზე გრძელდება სალოკალიზაციო სამუშაოები.

აჭარაში დაფიქსირდა 4 კერა, მათგან 2 ლიკვიდირებულია, 2 კერაზე გრძელდება სალოკალიზაციო სამუშაოები.

რაჭაში-ლეჩხუმში დაფიქსირდა 3 კერა, მათგან ერთი ლიკვიდირებულია, 2 კერაზე გრძელდება სალოკალიზაციო სამუშაოები.

გურიაში დაფიქსირდა 7 კერა, მათგან ყველა ლიკვიდირებულია.

ხანძრების შედეგად არავინ დაშავებულა. არც ერთ შემთხვევაში მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

სამეგრელოში დაფიქსირდა შემთხვევა სადაც ლიკვიდირებულ მინდორზე ხელახლა გაჩნდა ხანძარი",- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system