თავში

,,გამაგებინეთ, რატომ უნდა მღეროდეს მღვდელი საჯაროდ, გრძნობების კვნესა-ხვნეშით" დეკანოზი

,,გამაგებინეთ, რატომ უნდა მღეროდეს მღვდელი საჯაროდ, გრძნობების კვნესა-ხვნეშით" დეკანოზი
,,გამაგებინეთ, რატომ უნდა მღეროდეს მღვდელი საჯაროდ, გრძნობების კვნესა-ხვნეშით  დეკანოზი

დეკანოზი თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და სასულიერო პირების ნაწილს აკრიტიკებს.

,,ჩვენში უმრავლესობამ არ იცის, რისთვის არის სასულიერო პირი, ბევრს ჯერ კიდევ ვერ გაურკვევია თავის თავში, რას უნდა ელოდოს ან რა უნდა მოითხოვოს მღვდლისგან - სულიერი თუ მშვინვიერი. 

მე ძალიან იშვიათად გამიგია მრევლისგან ერთადერთი ნამდვილი მოთხოვნა მღვდლისადმი: - განგვიმარტე ქრისტეს მოძღვრება? 

გვითხარი რას გვასწავლის ბიბლია? რას ნიშნავს ღმრთის ესა თუ ის სიტყვა წმინდა წერილში? სწორედ ამ სიზარმაცის და გაურკვევლობის გამოა, რომ მღვდლებისგანაც ზოგიერთი სთავაზობს მათ იაფს, პრიმიტიულს და მშვინვიერს. 

ერთი სთავაზობს რომანტიკულ, სამიჯნურო, პრიმიტიულ ლექსებს, მეორე - სიმღერებს და გრძნობების ფრქვევას, ზოგი საკუთარ გარეგნობას და მოდურ მორთულობას, ზოგიც ზღაპრებს, შეთქმულების თეორიებს და ცრუ პატრიოტიზმს, ზოგიერთი მანიპულირებს მათი ისევ მშვინვიერი შიშებით, იქნება ეს მასონები, ანტისემიტიზმი, ჩიპები და ათასი სხვა სისულელე. საბოლოოდ ამ ყველაფერს, რაც დღეს ასე ძალიან მოსწონს და აღაფრთოვანებს მრევლის ამ ნაწილს, არაფერი აქვს საერთო ქრისტეს მოძღვრებასთან. 

გამაგებინეთ, რატომ უნდა მღეროდეს მღვდელი საჯაროდ, გრძნობების კვნესა-ხვნეშით სატრფიალო, მიწიერ სიმღერებს და უფრო მეტად გამაგებინეთ, რატომ უნდა ეგონოს მრევლს ეს სულიერება და მღვდლის საქმე?

სადმე გინახავთ ბიბლიაში ქრისტე ან მისი მოციქულები ლექსის მთქმელები ან მომღერალ-მოცეკვავენი? ეს ხომ გაუკუღმართებაა მღვდლის მოწოდებისა, წავიდეს და გაავრცელოს მხოლოდ ის, რაც ქრისტესგან უსწავლია.

ნახეთ, როგორაა სულიწმინდისგან შთაგონებული მთელი წმინდა წერილი. დაუკვირდით, რომ მისი კითხვისას არასოდეს აღიძვრის ჩვენში რაიმე გრძნობისმიერი ან მშვინვიერი. არავის თქვენ შორის ერთხელაც არ უტირია ბიბლიის კითხვისას. 

რატომ? იმიტომ, რომ ღვთის სიტყვა ეხება და ცვლის უმთავრესს ჩვენში - ჩვენს სულს, ჩვენს გონებას და არა ჩვენს გრძნობებს. ღვთის სიტყვა არასოდეს იწვევს ეგზალტაციას და გრძნობების აფორიაქებას. თუ ეს ხდება თქვენში მღვდლის დანახვისას, იცოდეთ, რომ ეს არ არის ქრისტიანობა. იფიქრეთ ამაზე და ესვე მოითხოვეთ ყველა სასულიერო პირისგან", - წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system