თავში

გამოვხატავთ საქართველოს ლგბტქ თემის მიმართ მხარდაჭერას - კარლ ჰარცელი

გამოვხატავთ საქართველოს ლგბტქ თემის მიმართ მხარდაჭერას - კარლ ჰარცელი
გამოვხატავთ საქართველოს ლგბტქ თემის მიმართ მხარდაჭერას - კარლ ჰარცელი

"ევროკავშირი და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლები საქართველოში ლგბტქ თემის მიმართ გვერდით დგომას გამოხატავენ და მათ უფლებებს ყოველთვის დაიცავენ",- ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარ ჰარცელმა ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თმით, აუცილებელია ქვეყანაში აღმოიფხვრას სიძულვილის ენა. როგორც ჰარცელმა განაცხადა,  ადამიანის უფლებები დაცული უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციითა და კანონით.

"ლგბტქ თემის მიმართ ზეწოლა ხშირია, რასაც ზოგჯერ ცუდ შედეგამდე მივყავართ. დიდი გამოწვევაა საზოგადოების აზრიც, როდესაც კულტურას და ტრადიციებს დიდი გავლენა აქვს და ამ კონტექსტშიც პოლიტიკოსების როლი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვენლოვანია მედიის როლიც ამ პრობლემის მოგვარებაში.

მე შვედეთიდან ვარ და იქაც არის პრობლემები, ძალიან ბევრი ახალგაზრდის სიცოცხლე სუიციდით სრულდება. ევროკავშირი და ფართო დიპლომატიური წარმომადგენლობა თქვენ გვერდით დგას. ბოლო წლებში საქართველო ამ კუთხით განვითარდა", - განაცხადა კარლ ჰარცელმა. 

ცნობისთვის, ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თხუთმეტმა ოპოზიციურმა პარტიამ გააფორმა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ისინი დაიცავენ ლგბტქ თემის უფლებებს. შეხვედრას ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელიც ესწრებოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system