თავში

გამყრელიძე: გამოცდა წარმატებით ჩავაბარეთ

გამყრელიძე: გამოცდა წარმატებით ჩავაბარეთ
გამყრელიძე: გამოცდა წარმატებით ჩავაბარეთ

"პირველი შემთხვევა იყო და ჩვენც გამოცდილებას ვიღებდით, პანდემიის პირობებში როგორ ჩატარებულიყო ერთიანი ერონული გამოცდები და მინდა გითხრათ, რომ წარმატებით ჩავაბარეთ ჩვენც ეს გამოცდა,"- ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა განაცხადა.

ამირან გამყრელიძის თქმით, ინფექციის გავრცელებას ადგილი არ ჰქონია.

"ეროვნული გამოცდები პანდემიის პირობებში იყო ყველაზე დიდი თავშეყრა ახალგაზრდობის. ძალიან კარგი პარტნიორობა იყო განათლების და ჯანდაცვის სექტორების და ასევე დაავადებათა კონტროლის ცენტრის. დიდი ხნით ადრე იყო სამუშაო ჯგუფი შექმნილი, რომელმაც განათლების ეროვნულ ცენტრთან ერთად დეტალურად გაწერა ყველა ეპიდსაწინააღმეგო ღონისძიება, თუ როგორ უნდა ჩატარებულიყო მშვიდ ვითარებაში ეროვნული გამოცდები, რომ მაქსიმალურად დაგვეზღვია ეპიდსიტუაციის გაუარესება და შეიძლება ითქვას, რომ ჩვენც ეს გამოცდა კარგად ჩავაბარეთ ერთობლივად, გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, განათლების სამინისტრომ და ჯანდაცვის სექტორმა," - განაცხადა გამყრელიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system