თავში

გამყრელიძე: კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ - ავიცრათ

გამყრელიძე: კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ - ავიცრათ
გამყრელიძე: კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ - ავიცრათ

უკვე თან და თან აცივდა ქვეყანაში, ვირუსების სეზონია, ჯერ გრიპის ვირუსი არ ჩანს, არ ცირკულირებს, მაგრამ ალბათ მალე გამოჩნდება, თუმცა სხვა რესპირაციული ვირუსები ცირკულირებენ აქტიურად, ამიტომ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ვისაც ეკუთნის, და რის ჯგუფებისთვის ვაქცინა საკმარისია, ასევე კერძო სექტორს აქვს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა, ავიცრათ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში, 38000 ადამიანია აცრილი, რაც ცოტაა.

"უკვე თან და თან აცივდა ქვეყანაში, ვირუსების სეზონია, ჯერ გრიპის ვირუსი არ ჩანს, არ ცირკულირებს, მაგრამ ალბათ მალე გამოჩნდება, თუმცა სხვა რესპირაციული ვირუსები ცირკულირებენ აქტიურად, ამიტომ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ვისაც ეკუთნის, და რის ჯგუფებისთვის ვაქცინა საკმარისია, ასევე კერძო სექტორს აქვს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა, ავიცრათ. დღევანდელი დღით აცრილია 38 000-მდე ადამიანი ქვეყანაში, ეს ცოტაა, ჩვენ გვაქვს დაახლოებით 235 000 დოზა ვაქცინის ქვეყანაში, აქედან 38 000 უკვე აცრილია. ასევე გატანილი აქვს ჯარს და იცრება ჯარი, იცრება პოლიცია, ჩემი კოლეგები. კარგია, რომ 5 000 დიაბეტიანია აცრილი, დიალიზზე მყოფი 2 400 ადამიანია აცრილი, რაც კარგია, აცრილთა რაოდენობა მოხუცთა ბავშვთა სახლებში უკვე 1000-ია. ჩემი კოლეგები დაახლოებით 13 000-ია აცრილი, მაგრამ ცოტაა, სასურველია, ყველა იქნას აცრილი, რადგან ისინი კოვიდის წინა ხაზზე არიან. მე გითხარით ერთ-ერთი სტატიიდან ამონარიდი შარშანდელი დიდი რეტროსპექტული კვლევის, რომ გრიპზე აცრილებიდან, ვინც კარგად იცავდა გრიპის საწინააღმდეგო ღონისძიებებს, გაზაფხულზე თითქოს ნაკლებად დასნებოვდნენ კოვიდით. ეს არ არის მკაცრი მტკიცებულება, მაგრამ ფაქტია, რომ გრიპზე თუ აცრილი ხართ, აღარ გვექნება ამ ორი ინფექციის ზედდება," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system