თავში

გამყრელიძე: ყველას გთხოვთ შობა-ახალი წელი აღვნიშნოთ მოკრძალებულად

გამყრელიძე: ყველას გთხოვთ შობა-ახალი წელი აღვნიშნოთ მოკრძალებულად
გამყრელიძე: ყველას გთხოვთ შობა-ახალი წელი აღვნიშნოთ მოკრძალებულად

"ყველას გთხოვთ, ეს შობა-ახალი წელი გადავიტანოთ განსხვავებულად, არ გვინდა დიდი თავშეყრები",- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა.

ამირან გამყრელიძის თქმით, ბოლო პერიოდში ვირუსის სტაბილიზაციის ტენდენცია გამოიკვეთა, თუმცა ეს ყველაფერი შესაძლოა წყალში ჩაიყაროს.

„მინდა, მედიას ვთხოვო, ფართოდ გაშუქდეს ეს საკითხი. მიუხედავად სტაბილიზაციისა და კლების ტენდენციისა ამ შეზღუდვების ფონზე, დამშვიდების არავითარი საფუძველი არ არის. ამიტომ ყველას გთხოვთ, ეს შობა-ახალი წელი გადავიტანოთ განსხვავებულად, არ გვინდა დიდი თავშეყრები, არ გვინდა დიდი დღესასწაულები, არ გვინდა ხალხმრავალი წვეულებები და ა.შ. წელს ბევრად მოკრძალებული ვიყოთ, რადგან საქმე გვაქვს სერიოზულ გამოწვევასთან", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system