თავში

გამყრელიძე: თვენახევარი, ორი თვე, გავიჭირვოთ ყველამ

გამყრელიძე: თვენახევარი, ორი თვე, გავიჭირვოთ ყველამ
გამყრელიძე: თვენახევარი, ორი თვე, გავიჭირვოთ ყველამ

დაავადებათა კონტროლი ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს მაქსიმალურად დაიცვან სოციალური დისტანცია. 

„საშიშია, საფრთხილოა, თუ გვექნა დღეში 100, 200, 300 ახალი შემთხვევა. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ გავახანგრძლივოთ კრიტიკულ ფაზაში შესვლის დრო. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ. ჯერ კიდევ არ არის სრულად დაცული სოციალური დისტანციები ლისის ტბაზე, კუს ტბაზე. ზოგი იკრიბება ერთად. არ არის ეს ერთი თვე საჭირო სახლებში 10-20 კაციანი სუფრები, გვიყვარს ქართველებს, კი, რა ჯობია. მერე, მე დაგპატიჟებთ და ერთად წავიდეთ სადმე, როცა დამთავრდება ეს ეპიდემია, სიამოვნებით, ვიმხიარულოთ. მაგრამ ახლა, თვენახევარი, ორი თვე, გავიჭირვოთ ყველამ, ვიყოთ იზოლირებულები, განსაკუთრებით ჩემი ასაკის ადამიანები. მე არ შემიძლია ახლა იზოლაციაში ყოფნა, საჭირო ვარ ჯერ, თორემ წავიდოდი მეც, კარგი სასტუმროებია საკარანტინო, მაგრამ არ შემიძლია" , - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system