თავში

განათლების სამინისტრო: ინკლუზიური განათლება ერთ-ერთი პრიორიტეტია

განათლების სამინისტრო: ინკლუზიური განათლება ერთ-ერთი პრიორიტეტია
განათლების სამინისტრო: ინკლუზიური განათლება ერთ-ერთი პრიორიტეტია

ინკლუზიური განათლების განვითარება, მათ შორის, დაუნის სინდრომის მქონე მოზარდებისა და ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომი, ხარისხიანი განათლების სისტემის ფორმირება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამის შესახებ უწყების მიერ, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 

სამინისტრო აღნიშნავს, რომ საქართველო წელს მეცხრედ უერთდება მსოფლიო ინიციატივას მსოფლიო გზავნილით - „გადაწყვეტილება ჩვენზეა“.

უწყების თქმით, მათი მიზანია, ნებისმიერ პირს შეუქმნას ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო სივრცე და საზოგადოებაში დაამკვიდროს ადეკვატური ღირებულებები სპეციალური საგანმანთლებლო საჭიროების მქონე და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიმართ. ამ მიმართულებით სამინისტრო „ინკლუზიური სწავლების პროგრამას“ მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს.

პროგრამა მოიცავს შემდეგ ქვეპროგრამებს:

1.მულტიდისციპლინური გუნდის ხელშეწყობის ქვეპროგრამა - მულტიდისციპლინური გუნდის შეფასების საფუძველზე პირის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადგენა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სსსმ პირების (მათ შორის შშმ პირების) სწავლების ხელშეწყობა.

2.ინკლუზიური განათლების განვითარების ხელშეწყობა პროფესიული განათლების საფეხურზე - სსსმ და შშმ პირების პროფესიულ განათლებაში ჩართვისა და ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობის უზრუნველყოფა. ასევე, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სსსმ და შშმ სტუდენტების განათლების ხელშეწყობა.

3.საჯარო სკოლებში ინტეგრირებული კლასების დაფინანსების ქვეპროგრამა - სენსორული (სმენა) დარღვევის, საშუალო, მძიმე ინტელექტუალური და მრავლობითი დარღვევის, აუტისტური სპექტრის მქონე და ხანგრძლივად ჰოსპიტალიზებული ქრონიკული დაავადებების მქონე მოსწავლეებისათვის საგანმანათლებლო სერვისის მიწოდება.

4.განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა სოციალური ინკლუზიით - სხვადასხვა მიზეზით განათლების მიღმა დარჩენილ ბავშვთა განათლების უზრუნველყოფა. ყველა ბავშვის ფორმალური განათლების სისტემაში ჩართვისა და მათი შესაძლებლობების მაქსიმალური განვითარების ხელშეწყობა. სკოლის ადრეული მიტოვების პრევენცია. მიზნობრივი ჯგუფების სოციალიზაციის მიზნით საჯარო სკოლების ბაზაზე სხვადასხვა პროექტის განხორციელება.

5.ინკლუზიური განათლების საინფორმაციო და მეთოდოლოგიური მხარდაჭერა - ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების საფეხურზე ინკლუზიური განათლების მიმდინარეობის პროცესის მეთოდოლოგიური მხარდაჭერა. ქვეპროგრამის ფარგლებში ინკლუზიური განათლების მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით იქმნება დამხმარე საგანმანათლებლო რესურსები, გზამკვლევები და პოსტერები.

21 მარტი დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების საერთაშორისო დღეა. ის, გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, 2011 წლიდან აღინიშნება და მისი მიზანი დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system