თავში

განათლების სამინისტრომ სკოლების კოვიდსტატისტიკა გამოაქვეყნა

განათლების სამინისტრომ სკოლების კოვ
განათლების სამინისტრომ სკოლების კოვიდსტატისტიკა გამოაქვეყნა

გასული კვირის განმავლობაში მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად ქვეყნის მასშტაბით ვირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0,2 %-ს და მოსწავლეთა 0,05%-ს დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია განათლების სამინისტრომ გაავრცელა. 

"საქართველოს საჯაროს სკოლებში ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი კვლავ დაბალ ნიშნულზე რჩება. არსებული სტატისტიკა უკვე იძლევა იმის თქმის შესაძლებლობას, რომ 2020-2021 სასწავლო წელი სკოლის შენობებში დასრულდება", - აცხადებენ სამინისტროში. 

მშობელთა თხოვნით, ვირუსის დადასტურების მიზეზით, ქვეყნის მასშტაბით ამ ეტაპზე სრულ დისტანციურ სწავლებაზეა 59 სკოლა და 145 ცალკეული კლასი.

122 მასწავლებელი რისკ ჯგუფშია და ისინი სწავლების დისტანციურ ფორმატზე არიან გადასულნი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system