თავში

განგაშის ზარი უნდა შემოვკრათ, ნახტომისებური ზრდა გვექნება - გამყრელიძე

განგაშის ზარი უნდა შემოვკრათ, ნახტომისებური ზრდა გვექნება - გამყრელიძე
განგაშის ზარი უნდა შემოვკრათ, ნახტომისებური ზრდა გვექნება - გამყრელიძე

„კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა თანდათან იმატებს“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო 10 დღის განმავლობაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესება შეიმჩნევა და საქართველოსთვის ყოველდღიურად 300-400 ახალი შემთხვევა არ არის ცოტა. 

„ქვეყანაში ეპიდსიტუაცია გარკვეულწილად დასტაბილურდა, მაგრამ მარტის განმავლობაში მაჩვენებლები უკვე ქვემოთ აღარ ჩამოდის, ანუ ვეღარ მცირდება და გარკვეული პერიოდულობით პირიქით, გაუარესებაა. ბოლო ათი დღის განმავლობაში იყო გაუარესება, დღეს ისევ დამამაშვიდებელი მონაცემებია. საქართველოსთვის ყოველდღიურად 300-400 შემთხვევა არ არის ცოტა, ანუ აქტიური შემთხვევების რაოდენობა, ვინც იმყოფებიან საავადმყოფოში ან ბინაზე, თანდათან იმატებს, რაც იმის ნიშანია, რომ აუცილებლად უნდა შემოვკრათ ე.წ. განგაშის ზარებს, რადგან უცებ შეიძლება, ნახტომისებური ზრდა იყოს ქვეყანაში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში მესამე ტალღის რეალური რისკი არსებობს.

„ხაზს ვუსვამ, მესამე ტალღის ალბათობა და რეალური რისკი არსებობს და მოსახლეობას მაქსიმალურად უნდა მივცეთ ამის შესახებ ინფორმაცია. აცრა ინფექციის ცირკულაციის შემცირებაზე სწრაფ ეფექტს არ მოგვცემს, ამიტომ სასურველი იქნება, დავიცვათ ის ძირითადი რეკომენდაციები, რაზეც ვსაუბრობთ. პირბადის ტარების მაჩვენებელი ახლა 43 პროცენტზეა ჩამოსული, 50 პროცენტის ქვემოთ უკვე საგანგაშოდ ითვლება. 90 პროცენტის ფარგლებში თუ გვექნება, მაშინ შეიძლება, მესამე ტალღას ავცდეთ. პირბადესთან ერთად, დიდი მნიშვნელობა აქვს თავყრილობების პრევენციას, დისტანციის და ჰიგიენური ნორმების დაცვას“, - განუცხადა გამყრელიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system