თავში

განიხილება თუ არა რუსული ვაქცინის შემოტანა საქართველოში - ტიკარაძის განმარტება

განიხილება თუ არა რუსული ვაქცინის შემოტანა საქართველოში - ტიკარაძის განმარტება
განიხილება თუ არა რუსული ვაქცინის შემოტანა საქართველოში - ტიკარაძის განმარტება

ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანას აქვს შესაძლებლობა, ბაზარზე არსებული სამივე ვაქცინა შემოიტანოს, ხოლო კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული წარმოების ვაქცინის შემოტანა საქართველოში, არ განიხილება. 

თუმცა, ტიკარაძემ ასევე განმარტა, რომ თუ აღნიშნულ ვაქცინას მსოფლიო აღიარებს, ასეთ შემთხვევაში მას არა მხოლოდ საქართველო, არამედ სხვა ქვეყნებიც გამოიყენებენ. 

მისივე თქმით, ქვეყნის მასშტაბით ვაქცინის გადანაწილების, შესაბამის ტემპერატურაზე შენახვისა და პაციენტების უსაფრთხოდ აცრის საშუალება არსებობს.

„რუსული ვაქცინა არ განიხილება, თუმცა მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ, რომ რუსული ვაქცინა მონაწილეობს ასევე „კოვაქს ფონდში“. თუ ის აღიარებული იქნება მსოფლიოს მიერ, შეიძლება არა მხოლოდ საქართველო, არამედ სხვა ქვეყნებიც გახდნენ მისი მომხმარებლები, თუმცა ამ ეტაპისთვის ამაზე განხილვები არ მიმდინარეობს.

რაც შეეხება შენახვის პირობებს, მაცივრები გვაქვს. ამასთან დაკავშირებით ჩატარდა მნიშვნელოვანი აუდიტი დაავადებათა კონტროლის ცენტრის მხრიდან. ეს ცივი ჯაჭვი სრულად აკმაყოფილებს იმ საჭიროებას, რომელიც არსებობს. ჩვენ გვაქვს სამივე ტიპის ვაქცინის მიღების საშუალება, შესაბამისად, ქვეყნის მასშტაბით, გეოგრაფიულად გადანაწილების და ასევე პაციენტების უსაფრთხოდ აცრის საშუალებაც“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system