თავში

"განსაკუთრებით ვულოცავ ჩემს ძმას, რომელიც უკვე მერამდენე გიორგობას ტყვეობაში ატარებს" - თორნიკე მამალაძე

"განსაკუთრებით ვულოცავ ჩემს ძმას, რომელიც უკვე მერამდენე გიორგობას ტყვეობაში ატარებს" - თორნიკე მამალაძე
განსაკუთრებით ვულოცავ ჩემს ძმას, რომელიც უკვე მერამდენე გიორგობას ტყვეობაში ატარებს - თორნიკე მამალაძე

ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ძმა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. 

თორნიკე მამალაძე ძმას გიორგობის დღესასწაულს ულოცავს და წერს, რომ მას სწორედ წმინდა გიორგის ძალა აძლიერებს.

"გიორგობას გილოცავთ! განსაკუთრებით ვულოცავ ჩემს ძმას, რომელიც უკვე მერამდენე გიორგობას ტყვეობაში ატარებს! წმ. გიორგის ძალა აძლიერებს და ასე იქნება ბოლომდე! მოვინახულებ და უფრო გავამხნევებ!", - წერს თორნიკე მამალაძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ის ბერლინში ილია მეორის მოსანახულებლად მიფრინავდა, სადაც პატრიარქს ოპერაციისთვის ამზადებდნენ. პროკურატურის ინფორმაციით, მამა გიორგი მამალაძემ ჟურნალისტ ირაკლი მამალაძეს ციანიდის მოძიებაში დახმარება სთხოვა, რითაც მას ბერლინში, მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უნდა მოეწამლა.

თავად დეკანოზი მამალაძე დანაშაულს არ აღიარებს. გიორგი მამალაძე სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში იმყოფება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system