თავში

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში შეზღუდვები მოიხსნა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში შეზღუდვები მოიხსნა
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში შეზღუდვები მოიხსნა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი ყარაჯალარი გვიან ღამით გაიხსნა. სოფელში მოხსნილია ყველანაირი შეზღუდვა.

დასახლებაში რამდენიმე დღიანი გაფართოებული, განმეორებითი ტესტირება გუშინ დასრულდა. მუნიციპალიტეტის მერის, რამაზ ბუდაღაშვილის ინფორმაციით, PCR მეთოდით შემოწმდა 1500-მდე ადამიანი. აქედან მხოლოდ ორი იყო დადებითი. მისი თქმით, ამჯერად 120 ტესტის პასუხს ელოდებიან.

გარდაბნის მუნიციპალიტეტში სულ კორონავირუსის 71 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 42 ყარაჯალარშია. გამოჯანმრთელებულია 10 პირი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system