თავში

გარდაიცვალა ექიმი ვასილ მენთეშაშვილი, რომელიც კლინიკას 25 თვის სახელფასო დავალიანებას ედავებოდა

გარდაიცვალა ექიმი ვასილ მენთეშაშვილი, რომელიც კლინიკას 25 თვის სახელფასო დავალიანებას ედავებოდა
გარდაიცვალა ექიმი ვასილ მენთეშაშვილი, რომელიც კლინიკას 25 თვის სახელფასო დავალიანებას ედავებოდა

ექიმი, ვასილ მენთეშაშვილი, რომელიც რუსთავის სამშობიარო სახლს 25 თვიან სახელფასო დავალიანებას ედავებოდა, გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას პროფკავშირების ახალგაზრდული მოძრაობა ავრცელებეს.

მათივე ცნობით, ვასილ მენთეშაშვილი 30 წლის განმავლობაში მუშაობდა ექიმად, ხოლო ერთი თვის წინ წამოვიდა სამსახურიდან, რადგან თვეობით უხელფასო ექიმად მუშაობდა. 

მას აღსრულებაში ჰქონდა შეტანილი საჩივარი და კუთვნილი ხელფასის ამოღებას ცდილობდა, თუმცა სამშობიაროს ადმინისტრციამ უარი თქვა ამ დავალიანების გასტუმრებაზე. როგორც პროფკავშირების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, ექიმს ადმინისტრაციის გადაწყვეტილება 19 სექტემბერს შეატყობინეს, ხოლო 20 სექტემბერს ინფარქტით გარდაიცვალა.

„ს.ს. რუსთავის სამშობიარო სახლი” და მისი ხელმძღვანელი, 100%-იანი წილის მფლობელი, “ბატონი” ალექსანდრე ბარავკოვი ისევ აგრძელებს დასაქმებულებზე ხელფასების არ გაცემის პოლიტიკას. მას უკვე დაუგროვდა 1 წელზე მეტი გასაცემი ხელფასები, რაც დასაქმებულებში იწვევს ჩუმ უკმაყოფილებას. ისინი თავიანთ პოზიციას ღიად ვერ გამოხატავენ, რადგან სამსახურის დაკარგვის ეშინიათ, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ იკვეთება კორუფცია, რადგან ერთი წლის განმავლობაში, სამშობიარო სახლთან რამდენიმე მინი აქცი-პერფორმანსები გაიმართა, რომელსაც სამწუხაროდ შედეგი არ ქონდა.

ასევე, ყველას გვახსოვს 2015 წლის ივლისში “ბატონი” ალექსანდრე დაკავებული იყო ახალდაბადებული ბავშვების ტრეფიკინგის ბრალდებით.

სწორედ ამიტომ, დასაქმებულთა გააქტიურება არის საჭირო, რათა კომპანიაში მოგვარდეს სახელფასო დავალიანებებთან დაკავშირებული პრობლემები, განსაკუთრებით მაშინ, როცა პანდემიამ ექიმების როლი უფრო კარგად დაგვანახა და მათი ასე დაუფასებლობა, თვეების მანძილზე შემოსავლის გარეშე დატოვება და სიკვდილამდე მიყვანა მიუღებელი და დაუშვებელია.

ვიზიარებთ გარდაცვლილი ექიმის ოჯახისა და კოლეგების მწუხარებას და ყველას გთხოვთ, დასაქმებულები და ისინი ვისაც გაქვთ ინფორმაცია კლინიკაში არსებულ პრობლემებზე დაგვიკავშირდეთ და ერთად ვებრძოლოთ ამ უსამართლობას,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system