თავში

გარდაიცვალა თანამშრომელი, რომელმაც თბილისში მეტროს პირველი მატარებელი გაატარა

გარდაიცვალა თანამშრომელი, რომელმაც თბილისში მეტროს პირველი მატარებელი გაატარა
გარდაიცვალა თანამშრომელი, რომელმაც თბილისში მეტროს პირველი მატარებელი გაატარა

"83 წლის ასაკში გარდაიცვალა თბილისის მეტროს ღვაწლმოსილი ვეტერანი თანამშრომელი ბ.ნ ამბროსი (ანდრო) ხიხაძე"- ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ანდრო ხიხაძე იყო ერთ-ერთი ის მემანქანე, რომელმაც პირველი მატარებელი გაატარა თბილისის მეტროს გახსნის დღეს, 1966 წლის 11 იანვარს.

"ანდრო ხიხაძემ თბილისის მეტროში მუშაობა დაიწყო 1965 წლიდან მემანქანე-ინსტრუქტორად, შემდგომ იყო დეპოს უფროსი და მოძრავი შემადგენლობის სამსახურის უფროსი.

მუშაობის პერიოდში აღზარდა არაერთი თაობა, არის რამდენიმე გამოგონებისა და სახელმძღვანელოს ავტორი, 1993 წელს საკუთარი განცხადებით გავიდა პენსიაზე. 2009 წლიდან კი კვლავ დაბრუნდა შპს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში’’ როგორც მოძრაობის უსაფრთხოების ზედამხედველი და სიცოცხლის ბოლომდე ემსახურებოდა მეტროს მოძრავი შემადგენლობის უსაფრთხოებას",- აღნიშნავენ კომპანიაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system