თავში

გასულ წელთან შედარებით ბევრად მეტი ორსული გარდაიცვალა - თამარ გაბუნია

გასულ წელთან შედარებით ბევრად მეტი ორსული გარდაიცვალა - თამარ გაბუნია
გასულ წელთან შედარებით ბევრად მეტი ორსული გარდაიცვალა - თამარ გაბუნია

"ორსულების გარდაცვალება არის ძალიან სერიოზული პრობლემა და ორსულების გარდაცვალების თავიდან აცილების ერთადერთი ქმედითი ისევ გზა შეიძლება იყოს აქტიური ვაქცინაცია, რომელიც ჯერჯერობით არის მაინც ძალიან დაბალ მაჩვენებელზე" - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. 

მისი თქმით, ბოლო ერთი წლის მანძილზე, წინა წელთან შედარებით გაცილებით მეტი ორსული გარდაიცვალა.

"ორსულების შემთხვევაში მართვა, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად ხორციელდება იმგვარად, რა შესაძლებლობებიც ჯანდაცვის სისტემას დღეს აქვს, ჩარევა არის მაქსიმალურად ინტენსიური. 

კიდევ იყო რამდენიმე გარდაცვალების შემთხვევა, ბევრად უფრო მეტი წელს, ვიდრე გასულ წელს, დელტა შტამმა განსაკუთრებით დაამძიმა ეს მიმდინარეობა, ორსულების შემთხვევაში მთავარი გამოსავალი ისევ და ისევ და ისევ რის აქტიური პრევენცია ვაქცინაციის გზით" - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system