თავში

გაცილებით მაღალი რიცხვი გვჭირდება ორჯერადად ვაქცინირებული ადამიანების - ივანე ჩხაიძე

გაცილებით მაღალი რიცხვი გვჭირდება ორჯერადად ვაქცინირებ
გაცილებით მაღალი რიცხვი გვჭირდება ორჯერადად ვაქცინირებული ადამიანების - ივანე ჩხაიძე

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში მოზრდილი მოსახლეობის მინიმუმ 60% უნდა იყოს აცრილი იმისათვის, რომ შეზღუდვების მოხსნა გახდეს შესაძლებელი. მისი განცხადებით, დანიაში არათუ ყველა შეზღუდვა მოიხსნა, არამედ ინფიცირების შემთხვევებიც მინიმუმამდეა დასული. 

"60% შეიძლება ჩავთვლით, რომ მინიმუმია, რაც ქვეყანამ სამიზნედ უნდა გაიხადოს. რეალურად, თუ ჩვენ გავითვალისწინებთ, რომ აგვისტოდან დაწყებული საქართველოში დომინირებს დელტა ვარიანტი, ჩვენ გაცილებით უფრო მაღალი რიცხვი გვჭირდება ოჯერადად ვაქცინირებული ადამიანების, ორჯერადად ვაქცინირებულების შემთხვევაში, 60%-დან 80%-მდე ჩვენ შეიძლება ზუსტად ისეთივე რიცხვი მივიღოთ, როგორიც მაგალითად დანიაშია. მე ვასახელებ იმ ქვეყანას, რომელმაც სულ რამდენიმე დღის წინ სრულად მოხსნა რეგულაციები იმიტომ, რომ მისი მოსახლეობის 80%-მდე იყო ვაქცინირებული. გარდაცვალების შემთხვევები - ერთეული, ინფიცირების შემთხვევები ასევე ათეულობით და არა ათასეულობით, როგორც საქართველოშია", - განაცხადა ივანე ჩხაიძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system