თავში

გაცოფებული ვარ! ჩემი ტაქსის დღიურებს ერთი საშინელი ისტორიაც შეემატა - ნანკა ქოქიაშვილი

გაცოფებული ვარ! ჩემი ტაქსის დღიურებს ერთი საშინელი ისტორიაც შეემატა
გაცოფებული ვარ! ჩემი ტაქსის დღიურებს ერთი საშინელი ისტორიაც შეემატა - ნანკა ქოქიაშვილი

რადიო "ფორტუნას" ჟურნალისტი და "არ დაიდარდოს" წამყვანი ნანკა ქოქიაშვილი, რომელიც შეთავსებით ტაქსის მძღოლადაც მუშაობს, სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს. 

"გაცოფებული ვარ !!! მოკლედ, ჩემი ტაქსის დღიურებს ერთი საშინელი ისტორიაც შეემატა.. მივედი მისამართზე და გამოდის მგზავრი. ახალგაზრდა გოგო, სადღაც 30-32 წლის. შეკივლა: უიმეეეე მე მეგონა ტაქსის მძღოლი კაცი იქნებოდა, პარკები მაქვს ასატანი. (კაცი, ტაქსის მძღოლი მზიდავია)? ნუ სხვა რა გზა ქონდა.. შევარდა და გამოიტანა ზუსტად სამი ცალი პარკი (ასაზიდი - ოც ცალს ავზიდავდი ეგეთს), ერთი ცალი პლასტმასის საწმენდი ჯოხი. დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, მგზავრებს წინ არ ვსვამ. არც უკითხავს, ჩასკუპდა წინ. ხმა არ ამოვიღე ნაკლები კონფლიქტისთვის, (პირბადე მეკეთა). მეკითხება, სანთებელა გაქვს?  - არა. კარგი, ვიღაცას თხოვა.. ნებართვა არც აუღია, გაუკიდა ეწევა. - მივაწოდე საფერფლე და მპასუხობს, ფანჯრიდან გადავაფერფლებ. - გთხოვთ, “ბიჩოკი” არ გადააგდოთ, საფერფლეში ჩააგდეთ. *ნუ ნერვიულობ მივხედავ თავს... ამ დროს მისთვის არ მცალია ჩემ თავს გონებაში ვამშვიდებ, რომ არ გავწიწკნო ურეკავს ტელეფონი. დაიწყო კივილი. ოღონდ, ენა ჩამივარდა ისეთი ისტერიკით. გავლანძღო, ვეჩხუბო თუ, გავისუსო ვითომ, იქ არც ვარ წკიპზე ვარ, რომ მანქანიდან არ გადავაგდო. *გამაჩერებინა ბანკომატთან, გადავიდა და მომაძახა - “ვაიმე არსად არ წახვიდე, არ დამღუპო”. (ალბათ მიხვდით, რომ შეურაცხყოფა მომაყენა). _გავჩუმდი და ველოდები. *დაბრუნდა, “ჩაეხეთქა” მანქანაში. -ვეუბნები, თუ შეიძლება, ღვედი შეიკარით, რომ დავიძრა. - ვაიმე წადი წინ, მე ვაგებ პასუხს. შემდეგ ამბობს, ანდა არა, დავიცვათ წესები და შეიკრა. მივათრიე ადგილზე მთელი გზა, ხმა არ ამომიღია. არადა წელიწადზე მეტია ამ საქმეს ვაკეთებ და მსგავსი, არც კაცი, არც ქალი არც ბავშვი შემხვედრია. გაცოფებული ვარ შეიძლება ცუდს ვამბობ, მაგრამ რა ვქნა.. მას ალბათ შეგნება აქვს, რომ ტაქსით დადის და კაი ტიპია და შეხვდა ვიღაც ტაქსისტი გოგო. არადა, მე ჩემი მანქანით და ორი სამსახურით ამ “ფილარმონია” ადამიანს, თავი ქალი, რომ მგონია.. ამხელა ჰოლდინგის წამყვანი და ჟურნალისტი ვარ გასუსული ვზივარ და თავი ბევრად მაგარი ვინმე მგონია.  ვერ გავწეწე და აქ მაინც დამეწერა," - წერს ნანკა ქოქიაშვილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system