თავში

გაუჩინარებული რამაზ გერლიანი იპოვეს

გაუჩინარებული რამაზ გერლიანი იპოვეს
გაუჩინარებული რამაზ გერლიანი იპოვეს

ეკონომიკის ექსპერტი, რომელსაც პოლიცია და ახლობლები 3 დღის განმავლობაში ეძებდნენ, პოლიციამ ქალაქგარეთ, გამთენიისას იპოვა.

გერლიანი რამდენიმე საათის განმავლობაში პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. მან უწყება უკვე დატოვა. 

"სურამში და ძირითადად, სურამის ტყის მიმართულებით ვმოძრაობდი. მივეცი განმარტება და მანამდეც დავწერე - პოლიციელ გიორგი გოგნიაშვილის მხრიდან ჩემ მიმართ უღირსი და პატივაყრის ქმედება, ეს იყო ძირითადი მიზეზი, რაც დაგროვდა დროთა განმავლობაში ჩემში და მივედი ამ გადაწყვეტილებამდე. ჩემი ნებით ვიყავი წასული.

მომაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ჩემს პირად საკუთრებაში მომიწყო ცრუ მოტივით დაკითხვა და ა.შ. ჩემი გადაწყვეტილების მიზეზი იყო სიკვდილთან შეხვედრა, პოლიციამ მომისწრო და ვერ მოვახერხე" - განაცხადა გერლიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system