თავში

"გაუფრთხილდი სიცოცხლეს“ ვარკეთილში

"გაუფრთხილდი სიცოცხლეს“ ვარკეთილში
გაუფრთხილდი სიცოცხლეს“ ვარკეთილში

თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის (მესამე მასივი) მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი დოხტურიშვილი სამგორის რაიონის გამგებელთან კახა სამხარაძესთან ერთად მოსახლეობას შეხვდა.

ვარკეთილის მესამე მასივის მოსახლეობასთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა კამპანიის „გაუფრთხილდი სიცოცხლეს“ ფარგლებში გაიმართა და მას კომპანია „თბილისი ენერჯი“-ს ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

გიორგი დოხტურიშვილის განცხადებით, მოსახლეობა ქსელზე გაზის დანადგარებს ხშირად თვითნებურად აერთებს და საკუთარი ოჯახის წევრებისა და მეზობლების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.

კომპანია „თბილისი ენერჯის“ ხელმძღვანელობა, სპეციალისტებთან ერთად, სხვადასხვა უბნის მოსახლეობას ხვდება და აბონენტებს გაზის უსაფრთხო მოხმარების საკითხებზე პირადად ესაუბრება. პარალელურად, პირველად, „თბილისი ენერჯის“ სპეციალისტები საჯარო სკოლებში უფროსკლასელებისთვის უსაფრთხოების თემაზე მასტერკლასებს ჩაატარებენ“,- განაცხადა შეხვედრაზე გიორგი დოხტურიშვილმა.

საკრებულოს მაჟორიტარმა წევრმა, კოლეგებთან და სამგორი რაიონის გამგებელთან ერთად, ვარკეთილის მესამე მასივში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. აქ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვისა და დაფინანსების წესის ფარგლებში, საცხოვრებელი კორპუსების წყალარინების და სასმელი წყლის ქსელის მოწყობა მიმდინარეობს.

მაჟორიტარმა და გამგებელმა სარეაბილიტაციო სამუშაოების დაფინანსების ბრძანება მოსახლეობას პირადად გადასცეს.

საკრებულოს წევრებმა აგრეთვე, ვარკეთილის IV მ/რ, II რიგი, 5-6 კორპუსების მიმდებარედ ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს. აქ პროექტის ფარგლებში, ბალახის ხელოვნური საფარი დაიგება, მოეწყობა საკალათბურთო ფარები, ახალი ღობეები და გარე განათების სისტემა. მოედანი შშმ პირთათვის იქნება ადაპტირებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system