თავში

გავრცელებული ინფორმაციით, გიგა მაქარაშვილი დააკავეს - ინფორმაცია ახლდება

გავრცელებული ინფორმაციით
გავრცელებული ინფორმაციით,  გიგა მაქარაშვილი დააკავეს - ინფორმაცია ახლდება

გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამართალდამცავებმა აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი გიგა მაქარაშვილი დააკავეს.

როგორც report.ge-ს კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, მაქარაშვილთან ერთად დაკავებულია კიდევ 10-მდე მოქალაქე. report.ge ინფორმაციას შსს-სთან აზუსტებს. 

სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეებისგან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის გასუფთავება ცოტა ხნის წინ დაიწყეს. აქციაზე თავდაპირველად წყლის ჭავლი, ხოლო ახლა უკვე კვამლის ყუმბარების გამოყენებაც დაიწყო.  

სპეცდანიშნულების რაზმმა მსვლელობა გამაფრთხილებელი სიგნალის თანხლებით დაიწყო, რომელიც აქციის მონაწილეებს მოუწოდებს დატოვონ ტერიტორია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system