თავში

გაზის მოწყობილობებისთვის დეკემბრიდან ახალი რეგულაცია ამოქმედდება

გაზის მოწყობილობებისთვის დეკემბრიდან ახალი რეგულაცია ამოქმედდება
გაზის მოწყობილობებისთვის დეკემბრიდან ახალი რეგულაცია ამოქმედდება

ბუნებრივ აირზე მომუშავე მოწყობილობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი პირველი დეკემბრიდან ამოქმედდება. 

ახალი რეგულაციით, იმ ბიზნესსუბიექტებს, რომლებიც გაზზე მომუშავე მოწყობილობების რეალიზაციას ახორციელებენ, მოუწევთ ისეთი ტექნიკა, როგორიცაა გაზის გამათბობლები, წყლის გამაცხელებლები, ახალ რეგლამენტთან შესაბამისობაში მოიყვანონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი მოწყობილობების რეალიზაციას ვეღარ შეძლებენ.

რაც შეეხება ტექნიკურ რეგლამენტს, ის ეხება როგორც მოწყობილობებს, ასევე, საამწყობრო ნაწილებს, რომლებიც უნდა აკმაყოფილებდეს ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

ახალი გადაწყვეტილებით, რეგლამენტის მოქმედება არ ვრცელდება იმ მოწყობილობებსა და საამწყობრო ნაწილებზე, რომელთა შემოტანაც ქვეყანაში 2021 წლის პირველ დეკემბრამდე განხორციელდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system