თავში

გელათის დროებითი გადახურვის სამუშაოები დასრულების ეტაპზეა

გელათის დროებითი გადახურვის სამუშაოები დასრულების ეტაპზეა
გელათის დროებითი გადახურვის სამუშაოები დასრულების ეტაპზეა

გელათის მთავარი ტაძრის დროებითი გადახურვის სამუშაოები მიმდინარე კვირის ბოლომდე მთლიანად დასრულდება - ამის შესახებ Report.ge-ს ძეგლთა დაცვის სააგენტოს პრესსამსახურში განუცხადეს.

მათივე განმარტებით, დროებითი გადახურვის გარდა, მთავარი ტაძრის წყლისგან დაცვის მიზნით, წყალშემკრები სისტემაც გაკეთდა, რომელიც სახურავიდან სანიაღვრე სისტემაში წყლის ორგანიზებულად გადაყვანას უზრუნველყოფს.

ამასთან, მომდევნო კვირის ბოლომდე, პრევენციის მიზნით წმინდა გიორგის სახელობის ტაძარიც, დროებითი გადახურვით დაიფარება. 

"დროებითი გადახურვის სამუშაოები დავაწყებინეთ ახალ კომპანიას - "ბაგინეთი +", რომელმაც ერთობლივი ინსპექტირების შედეგად გამოვლენილი დამატებითი საჭიროებების კუთხით განახორციელა მთელი რიგი სამუშოები, რომელიც გულისხმობდა დროებითი გადახურვის ფენილებზე ქარის საწინააღმდეგოდ დამცავი ელემენტების მოწყობას, უშუალოდ დროებითი გადახურვის ფენებზე. ამ სამუშაოების ფარგლებში, სრულად გამოიცვლება და უკვე დასრულებისკენ მიდის წყალშემკრები სისტემის ცალკეული ელემენტების გაკეთება, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ სახურავებზე მოგროვებული წყლის ორგანიზებული გადაყვანა მოხდეს მიწის ნიშნულზე ისე, რომ შუალედურად წყლის გადინების წერტილები არ ჰქონდეს. ასევე, დამატებითი საჭიროების სახით განისაზღვრა ის, რომ მიწის ნიშნულზე ჩამოსული წყლის გადაყვანა მოხდეს სანიაღვრე არხებში. არქეოლოგიური ზედამხედველობის ქვეშ, გელათის სამონასტრო კომპლექსის მთავარი ტაძრის ირგვლივ მოხდა სანიაღვრე სისტემების მონტაჟი და მათი არსებულ სანიაღვრე სისტემასთან დაერთება. ჩვენ მიმდინარე კვირის ბოლოსთვის გვექნება დასრულებული მთავარ ტაძარზე ყველა ის ქმედება, რომელიც დროებითი გადახურვის სრულად ფუნქციონირებას უკავშირდება. ამის პარალელურად, ჩვენ მომდევნო კვირის დასაწყისში, პრევენციის მიზნით, დროებითი გადახურვით გვექნება გადახურული წმინდა გიორგის სახელობის ტაძარიც", - განუცხადა Report.ge-ს ძეგლთა დაცვის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ბექა ბარამიძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system