თავში

გერმანელმა და შვეიცარიელმა ექსპერტებმა ღია გაკვეთილი ჩაატარეს

გერმანელმა და შვეიცარიელმა ექსპერტებმა ღია გაკვეთილი ჩაატარეს
გერმანელმა და შვეიცარიელმა ექსპერტებმა ღია გაკვეთილი ჩაატარეს

თბილისის საკრებულოს გლდანის (ავჭალის) მაჟორიტარი დეპუტატის შალვა ოგბაიძის ინიციატივით, თბილისის N 185-ე საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღში, გერმანელმა და შვეიცარიელმა სპეციალისტებმა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ ღია გაკვეთილი ჩაატარეს. 

მიხაილ გაილერმა და ვერნერ ბრუკსმა ბაღის აღსაზრდელებს მოძრაობის ორგანიზების ძირითადი პრინციპები გააცნეს.

შალვა ოგბაიძის განცხადებით, 185-ე საბავშვო ბაგა-ბაღის რეაბილიტაციის ფარგლებში, ბაღის ეზოს ტერიტორიაზე, მინი ავტოქალაქის პროექტი განხორციელდა. პროექტიმიზნად, სკოლამდელი ასაკის ბავშვებში საგზაო მოძრაობის შესახებ საბაზისო ცოდნის ამაღლებას ისახავს.

პროექტის ფარგლებში, ბაღის ეზოში მოწყობილია საგზაო ნიშნები, შუქნიშნები და ზებრა გადასასვლელები.

„პატარებს ასწავლიან, თუ როგორ უნდა იმოძრაონ ქალაქში. აცნობენ საგზაო ნიშნებს, რომელთაც ჩვენ მოძრაობისას ვიყენებთ. ეს პროექტი მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ბავშვები თავიდანვე სწავლობენ მოძრაობის წესებს და თან ამ პროცესში ხალისით მონაწილეობენ. ჩვენი მიზანია,რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ჩვენს გზებზე არავინ დაშავდეს, ცნობიერების ამაღლება საგზაო მოძრაობის კუთხით სწორედ ბაღის ასაკიდან უნდა დავიწყოთ“, - განაცხადა შალვა ოგბაიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system