თავში

ღამით ვეღარ ვიძინებ... დრამატიული სიტუაციაა, ეს შტამი მძიმე აღმოჩნდა - მარინა ენდელაძე

ღამით ვეღარ ვიძინებ... დრამატიული სიტუაციაა, ეს შტამი მძიმე აღმოჩნდა - მარინა ენდელაძე
ღამით ვეღარ ვიძინებ... დრამატიული სიტუაციაა, ეს შტამი მძიმე აღმოჩნდა - მარინა ენდელაძე

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების ხეკმძღვანელი მარინა ენდელაძე ამბობს, რომ ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება დრამატულია. 

ენდელაძის ინფორმაციით, წინა ტალღებისგან განსხვავებით, დღეს უკვე სტაციონარში მყოფი თითქმის ყველა პაციენტი ჟანგბადდამოკიდებულია. ამასთან, მისივე თქმით, სამედიცინო პერსონალი გადაღლილია, მათ შორის ეცმოიურად. 

„ეს შტამი აღმოჩნდა, როგორც უკვე ვიცით ყველამ, მძიმე. ბევრი ახალგაზრდაა დამძიმებული და ძალიან საყურადღებო. სტაციონარში უკვე აღარ გვყავს ჩვენ ის პაციენტები, რაც წინა პერიოდში. თითქმის ყველა ჟანგბადდამოკიდებულია. პაციენტი, რომელიც ჟანგბადდამოკიდებული არ არის, არც თავსდება სტაციონარში, თუ რაიმე სხვა გართულების საშიშროება არ არის.

რა გითხრათ, დრამატული სიტუაციაა. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ ისე გადავიღალეთ და ჩვენი ემოციური სფერო იმდენად დაიძაბა, რომ მე ღამე ვეღარ ვიძინებ. როდესაც დავიძინებ ჟანგბადდამოკიდებული პაციენტები მიდგას თვალწინ. ძალიან რთული სიტუაციაა, რაღაცა გამოსავალი უნდა ვნახოთ.“ – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system