თავში

"ღია სივრცეში ვისადილეთ რეგულაციების დაცვით" - გამყრელიძე გავრცელებულ ფოტოებზე

"ღია სივრცეში ვისადილეთ რეგულაციების დაცვით" - გამყრელიძე გავრცელებულ ფოტოებზე
ღია სივრცეში ვისადილეთ რეგულაციების დაცვით - გამყრელიძე გავრცელებულ ფოტოებზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. 

მისი თქმით, სოფლებში, ყარაჯალასა და ველისციხეში ვაქცინაციის გააქტიურებასთან დაკავშირებით მოსახლეობას შეხვდა, ასევე მოინახულა ღვინის მარან-მუზეუმი და შემდეგ ღია სივრცეში შესაბამისი რეგულაციების დაცვით ისადილა.

"გიდასტურებთ, რომ ნამდვილად ვიყავი თანამშრომლებთან ერთად 24 სექტემბერს წინანდალში კახეთის მედიასთან და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრებთან შეხვედრაზე ვაქცინაციის გააქტიურების საკითხებზე. 25-ში გახლდით სოფლებში, ყარაჯალასა და ველისციხეში მოსახლეობასთან შეხვედრებზე და ავცერით ასევე მსურველები. 

მოვინახულეთ ღვინის ძველი ქართული ტრადიციით დამზადების მუზეუმი-მარანი და ვისადილეთ ღია სივრცეში შესაბამისი რეგულაციების დაცვით. ყველა გახლავართ სრულად აცრილები. მარანმა გადაიღო რამდენიმე სამახსოვრო ფოტო", – აცხადებს ამირან გამყრელიძე.

ცნობისთვის, გამყრელიძის რესტორანში სადილის ამსახველი ფოტოები სტუდია "მონიტორმა" გაავრცელა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system