თავში

ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ ამის საფრთხე არსებობს - ლია გოლიაძე

ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ ამის საფრთხე არსებობს - ლია გოლიაძე
ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ ამის საფრთხე არსებობს - ლია გოლიაძე

აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ინფექციური დეპარტამენტის ხელმძღვანელის ლია გოლიაძის განცხადებით, კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში თავისუფალი ადგილები არ არის. მისივე თქმით, არსებობს საფრთხე, რომ საველე ჰოსპიტლების გახსნის საჭიროება ისევ დადგეს. 

"ბოჭორიშვილის კლინიკა არის სრულად დატვირთული, პრაქტიკულად ადგილები არ გვაქვს. დღეს ახლა გავწერ რამდენიმე პაციენტს, მივიღებ რამდენიმე პაციენტს. რეანიმაციაში ადგილი არ გვაქვს.

ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ზამთრის პირზე ჩვენ დაგვჭირდეს ისევ საველე ჰოსპიტლების გახსნა, თუმცა ამის საშიშროება არსებობს, იმიტომ, რომ ძალიან დიდი რიცხვია ინფიცირების.

ეს გამოიწვია ალბათ ეპიდემიოლოგიური წესების დარღვევამ, ვხედავთ ჩვენ ყველა რა ხდება ქვეყანაში, როგორი აქტივობებია, საზღვრები ღიაა, შემოდის ყველა, მიტინგებია, კონცერტებია," - აცადებს ლია გოლიაძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system